მოვეფეროთ მოხუცებს
სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისისN106 საჯარო სკოლის
მუსიკის პრაქტიკოსი მასწავლებლის ნათია გოგნიაშვილის მიერ ჩატარებული
სოციალური პროექტი
თემა: მოვეფეროთ
მოხუცებს
ავტორი მასწავლებელი: ნათია გოგნიაშვილი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
კლასი
- III4
პერიოდი - 2019 წლის 31.10.2018 - 25.11.
თემის აქტუალობა
"სიბერე
სულ ორი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს"- წერდა ლევ ტოლსტოი. როგორი უზრუნველი სიბერეც არ უნდა ჰქონდეს, უმრავლდება
დარდი. ოჯახში შეიძლება ყოველთვის არ იყოს მოხუცისთვის კომფორტული გარემო. ჩნდება მწვავე
და მტკივნეული განცდა იმისა, რომ ის ზედმეტია და უსარგებლო. ახლობლები მოხუცებს ყოველთვის
ვერ აფასებენ, ან უბრალოდ არ სცალიათ მათთვის. ამიტომაც ისინი ხშირად აღმოჩნდებიან
მათთვის არასასურველ გარემოში.
XXI საუკუნეში ადამიანები გაუცხოებასა და სიცივეს უჩივიან.
ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სხვების დახმარებას, თანადგომასა
და ადამიანური სითბო-სიყვრულის გაზიარებას. ამის გათვალისწინებით ძალიან აქტუალურია
ახალგაზრდებისათვის პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა
და მოხუცებზე ზრუნვის უნარების გამომუშავება.
სამწუხაროდ, მოსწავლეები საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად
ხედავენ. სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში
ამ თვისებების განვითარების კუთხით. ამიტომ დავგეგმე და განვახორციელე პროექტი „მოვეფეროთ მოხუცებს“
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა
და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და
ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
ორგანიზება და საჭირო
ნივთების შეგროვება, მოხუცთა თავშესაფრის მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები:
ტოლერანტობისა და ემპათიის
გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
I ეტაპი - პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება; მშობელთა
კრების
მოწვევა;
II ეტაპი - პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა;
მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
III ეტაპი -შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;შეგროვდეს საკვები
პროდუქტი, ტკბილეული, პლაკატების დამზადება (გულთბილი გამონათქვამები და ილუსტრაციები),
სიმრერების და ლექსების მომზადება.
IV ეტაპი - 23 ნოემბრისათვის ბენეფიციართან
სახლში სტუმრობა ტანსაცმლის და პროდუქტების
მიტანა და შეგროვილი, საკვები პროდუქტისა და
ტკბილეულის მიცემა, სიმღერების ლექსების მოხუცებისათვის წარდგენა. დამზადებული პლაკატების
საჩუქრად დატოვება.
Vეტაპი-პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. „მრგვალი მაგიდა“
განხორციელების გზები -
1.
პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.
მშობელთა
კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან
პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა;
მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
5. მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა;
6. აქტივობათა
პრაქტიკული განხორციელება:
ა) ტანსაცმლის
შეგროვება;
ბ) პროდუქტის
შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ) მოხუცთან სახლში ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
ზ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ
ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს
დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი
უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მოხუცების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული
- Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით/ჩანაწერების
გაკეთება
1.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე ჩანაწერების
გაკეთება.
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური
პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ
მოხუცთა თავშესაფარში წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით
მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო საახალწლოდ მობილიზება.
პროექტის კალენდარი
|
აქტივობის დასახელება
|
31.10.19
|
8.11.19
|
15.11.19
|
23.11.19
|
25.11.19
|
|
1.პროექტის იდეისა,
მიზნისა და ამოცანების დამუშავება;მშობელთა კრების მოწვევა;
|
X
|
|
|
|
|
|
2.
პროექტის
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
|
|
X
|
|
|
|
|
3. -შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;შეგროვდეს
საკვები პროდუქტი, ტკბილეული, პლაკატების დამზადება (გულთბილი გამონათქვამები და
ილუსტრაციები), სიმრერების და ლექსების მომზადება.
|
|
|
X
|
|
|
|
4
23 ნოემბრისათვის ბენეფიციართან სახლში
სტუმრობა ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და შეგროვილი, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის
მიცემა, სიმღერების ლექსების მოხუცებისათვის წარდგენა. დამზადებული პლაკატების საჩუქრად
დატოვება.
|
|
|
|
X
|
|
|
5-.პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის
ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
„მრგვალი მაგიდა“
|
|
|
|
|
X
|
ფოტოების გამოქვეყნებაზე ნებართვა ავიღე მშობელთა კრებაზე
მასწავლებელი: ნათია გოგნიაშვილი
25.11.2019 წ.
Comments
Post a Comment